ჩინური
კრევეტი წვრილად დაჭერით და შეურიეთ ღორის ფარშს, 2 ჩაის კოვზ სოიოს სოუსს, ღვინოს, 1 ჩაის კოვზ ქუნჯუთის ზეთს, ჯანჯაფილს, დაჭრილი მწვანე ხახვის ნახევარს და ცოტაოდენ თეთრ პილპილს.
თითოეული ფურცლის ცენტრში ჩადეთ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი შიგთავსი, კიდეები დაასველეთ, სამკუთხედად მოკეცეთ და ორი კუთხე ერთმანეთს მიაჭირეთ.
ბულიონი დარჩენილ სოიოს სოუსთან ერთად დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და თეთრი პილპილით შეაზავეთ.
ვონტონები ცალკე დიდ ქვაბში, წყალში, მოხარშეთ 4-5 წუთი, სანამ ზედაპირზე არ ამოტივტივდება და შიგთავსი არ მოიხარშება.
ბულიონს დაამატეთ შუაზე გაჭრილი ბოკ-ჩოი და 2 წუთი ადულეთ.
ვონტონები ხვრელებიანი კოვზით ამოიღეთ თეფშებში, გადაასხით ბულიონი და ბოკ-ჩოი და მოაყარეთ დარჩენილი ქუნჯუთის ზეთი და მწვანე ხახვი.