ვიეტნამური
კრევეტები 2 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში მოხარშეთ, სანამ არ გაწითლდება, შემდეგ გააგრილეთ და სიგრძეზე შუაზე გაჭერით.
ვერმიშელი 3-4 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში მოხარშეთ, ცივი წყლით გაავლეთ და კარგად გადაწურეთ.
ბრინჯის ფურცელი 3-5 წამით ჩადეთ თბილ წყალში და დასველებულ დაფაზე დადეთ.
ფურცლის ქვედა მესამედზე დააწყვეთ სალათა, პატარა კონა ვერმიშელი და მწვანილი.
ქვედა ნაწილი შიგთავსზე გადაკეცეთ და გვერდები ჩაკეცეთ, მის ზემოთ დააწყვეთ კრევეტის 4 ნახევარი და ერთი ღერო ნიონი და მჭიდროდ დაახვიეთ.
გაიმეორეთ დარჩენილ ფურცლებზე და რულონები დასველებული ხელსახოცის ქვეშ შეინახეთ.
მიირთვით ჩასაწობი სოუსით.