ეგვიპტური
დალბობილ ცერცვს გადაწურეთ წყალი, გაავლეთ და ჩადეთ სქელძირიან ქვაბში წყალთან ერთად.
აადუღეთ, მოხადეთ ქაფი, შემდეგ დაახურეთ და ყველაზე დაბალ ცეცხლზე ნელა ხარშეთ 2,5-3 საათის განმავლობაში, საჭიროებისამებრ ცოტაოდენი ცხელი წყლის დამატებით, სანამ ცერცვი ძალიან არ დარბილდება და დაახლოებით 150 მლ სქელი სითხე არ დარჩება.
ცერცვის დაახლოებით ნახევარი ქვაბშივე დაჭყლიტეთ ნიორთან, ძირასთან და მარილთან ერთად, დანარჩენი კი მთლიანად დატოვეთ.
შეურიეთ ლიმონის წვენი და 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი და 2 წუთის განმავლობაში კარგად გააცხელეთ.
კოვზით გადაიღეთ ჯამებში და მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი.
ზემოდან მოაყარეთ პომიდორი, ოხრახუში და ცხარე წიწაკა.
მიირთვით თბილად ბრტყელ პურთან, მწნილთან და დაჭრილ ხახვთან ან მოხარშულ კვერცხთან ერთად.