რუსული
კომბოსტოს ამოაჭერით გული და თავი ჩაუშვით დიდ ქვაბში მდუღარე მარილიან წყალში. როგორც კი ფოთლები დარბილდება, მაშით აიღეთ 12 დიდი ფოთოლი და ჩამოთალეთ სქელი ძარღვები.
ბრინჯი 7 წუთი ხარშეთ, გადაწურეთ და ოდნავ გააგრილეთ.
ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, შემდეგ შეწვით ზეთში საშუალო ცეცხლზე 8 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
ფარში შეურიეთ ბრინჯს, შემწვარი ბოსტნეულის ნახევარს, 1 ჩაის კოვზ მარილს და პილპილს.
თითოეულ ფოთოალზე დაალაგეთ დაახლოებით 70 გ გულსართი, გადაკეცეთ გვერდები და მჭიდროდ დაახვიეთ.
განიერი ქვაბი გაფარეთ კომბოსტოს დარჩენილი ფოთლებით და მჭიდროდ ჩაალაგეთ გოლუბცები ნაკერით ქვემოთ. აურიეთ პასატა, წყალი, დარჩენილი ბოსტნეული და 0,5 ჩაის კოვზი მარილი, გადმოასხით გოლუბცებზე და ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი.
დაფარეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 50 წუთი, სანამ კომბოსტო არ დარბილდება, შემდეგ მიართვით სოუსით და დაქუცმაცებული კამით.